გივი კაკუშაძე - Advocate-ge.com
უკან
გივი კაკუშაძე

გივი კაკუშაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
5
  • ადვოკატი
  • ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12 ა, ოფისი N 7

ინფორმაცია სპეციალისტზე

გივი კაკუშაძე გახლავთ კაკუშაძის იურიდიული ოფისი / Kakushadze Law Office - ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ადვოკატი ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. გივი კაკუშაძე არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. დამატებით არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი. გივი კაკუშაძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობის: სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში. გივი კაკუშაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო და სისხლის სამართალი. საქმიანობის მიმართულებებია: სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, შრომის სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, სადაზღვევო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, სამეწარმეო (კორპორაციული) სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამედიცინო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, სახელმწიფო და არასახელმწიფო შესყიდვები/ტენდერები და აუქციონები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, არბიტრაჟი, ლიცენზიები და ნებართვები, მორიგება და მედიაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა გამოძიებასა და სასამართლო ინსტანციებში, მოწმის/დაზარალებულის ინტერესების დაცვა, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სხვა. ასევე ადვოკატი ახორციელებს მომსახურებას იურიდიული პირებისათვის - გრძელვადიანი იურიდიული მომსახურება (Outsource Legal Service).
givikakushadze1995@gmail.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

მივმართე პოლიციაში და ველოდები პასუხს, მაგრამ არაფერი მომწერენ. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

მე გავეცი ფული ვალის სახით, მაგრამ არ გვაქვს ხელწერა. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

მე ვხვდები გადასახადების გადასახდელად. რა ნაბიჯები უნდა მივიღო?

პასუხზე გადასვლა

ჩემს წინააღმდეგ პოლიციამ საქმე აღძრა, რას უნდა გავაკეთო ახლა?

პასუხზე გადასვლა

ახლობელმა დამიტოვა ქონება, მაგრამ არ ვიცი, როგორ გავაფორმო.

პასუხზე გადასვლა

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით 1 პასუხი

1 პასუხი
0
0
16
30.06.2025

გამარჯობა,ძალიან მაინტერესებს იქნებ ვინმემ მიპასუხოს წინასწარ დიდი მადლობა.აგარაკის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით მინდა გავაფორმო ანუ უზრუნველყოფით ჩავდო ჩემი აგარაკის სახლი მაგალითად 18 ათას დოლარად, 100 პროცენტიანი ვაპირებ თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში მაგრამ მაინტერსებს შეიძლება თუ არა იმ შემთხვევაშიც კი როცა თანხას ვაბრუნებ სრულად მაინც შემექმნას პრობლემა ვისგანაც ფულს ვსესხულობ იმასთან? სხვა გამოსავალი არ მაქვს თანხას ვერ ვშოულობ ძალიან მჭირდება ერთი ეს არის შანსი და რას მირჩევთ რისკი დიდია? როგორ უნდა მოვიქცე რო რამე თაღლითურ მახეში არ გავება? გთხოვთ მიპასუხეთ

პასუხზე გადასვლა

გადასახადის შეფასება არ შემიძლია. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა