სოფიკო დარჩია - Advocate-ge.com
უკან
სოფიკო დარჩია

სოფიკო დარჩია

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
9
  • ადვოკატი
  • ქ. თბილისი მიცკევიჩის ქუჩა N11

ინფორმაცია სპეციალისტზე

2015-2019 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტსა და შეჯიბრებაში.
2018 წელს გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ადვოკატირების უნარ-ჩვევები სისხლის სამართლის პროცესში“. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სტაჟიორად. სტაჟირება აქვს გავლილი ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.
2019-2021 წელს სოფიკო დარჩიამ წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. სოფიკოს მოპოვებული აქვს სახელმწიფოს, თბილისის მერიის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიები.
2020 წელს გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის ონლაინ კურსი „ბავშვის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“.
2021 წლიდან დღემდე სოფიკო სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.
სოფიკო ასევე არის რამდენიმე პულიკაციის ავტორი.
2020 წელს სოფიკომ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში. ასევე ჩაბარებული აქვს დამატებითი სპეციალიზაციის გამოცდა არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით.
სოფიკო 2021 წლიდან დღემდე საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ს გუნდის წევრია!

sofo.darchia@gmail.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

მეუღლესთან განქორწინება მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

პასუხზე გადასვლა

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით 1 პასუხი

1 პასუხი
0
0
17
30.06.2025

გამარჯობა,ძალიან მაინტერესებს იქნებ ვინმემ მიპასუხოს წინასწარ დიდი მადლობა.აგარაკის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით მინდა გავაფორმო ანუ უზრუნველყოფით ჩავდო ჩემი აგარაკის სახლი მაგალითად 18 ათას დოლარად, 100 პროცენტიანი ვაპირებ თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში მაგრამ მაინტერსებს შეიძლება თუ არა იმ შემთხვევაშიც კი როცა თანხას ვაბრუნებ სრულად მაინც შემექმნას პრობლემა ვისგანაც ფულს ვსესხულობ იმასთან? სხვა გამოსავალი არ მაქვს თანხას ვერ ვშოულობ ძალიან მჭირდება ერთი ეს არის შანსი და რას მირჩევთ რისკი დიდია? როგორ უნდა მოვიქცე რო რამე თაღლითურ მახეში არ გავება? გთხოვთ მიპასუხეთ

პასუხზე გადასვლა

გავხდი თაღლითობის მსხვერპლი ბიზნეს ურთიერთობებში. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

გადასახადის შეფასება არ შემიძლია. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

ჩემი ბიზნესი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. როგორ უნდა მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

მე გავეცი ფული ვალის სახით, მაგრამ არ გვაქვს ხელწერა. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

პოლიციაში გამომიძახეს, რა უფლებები მაქვს და როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა