გელაძე ნატალია - Advocate-ge.com
უკან
"გელაძე ნატალია" Premium

გელაძე ნატალია

შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
2
  • ადვოკატი
  • ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა 42, III სადარბაზო, სართული 2

ინფორმაცია სპეციალისტზე

ნატალია გელაძე იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის მმართველი პარტნიორია. მას პროფესიული საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი პრაქტიკული საქმიანობა მეტწილად დაკავშირებულია ბიზნეს სექტორთან. იგი მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერას და აქტიურად ახდენდა ამ ორგანიზაციების ბიზნეს ინტერესების ლობირებას. მისი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნატალია გელაძე არის სამართლებრივი ბაზრისთვის ერთ ერთი უიშვიათესი დარგის ტელეკომუნიკაციებისა და მედია სამართლის ექსპერტი. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება ასევე სამეწარმეო სამართალი, ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, საბანკო და სადაზღვევო სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, ვალდებულებითი და სანივთო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.
იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის დაარსებამდე ნატალია გელაძე ხელმძღვანელობდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ ერთ ერთი უმსხვილესი ტელეკომპანიის იურიდიული დეპარტამენტის მაუწყებლობისა და მედიასექტორი სამსახურს. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე 2009 წლიდან კი იგი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სააქციო საზოგადოება ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის, დავების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციები. ჯგუფში შემოერთებამდე ნატალია ასევე იყო ,,GPI -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში“ მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მანამდე კი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა კომპანიებს სს „სილქნეტ“-სა და ,,იბერია TV”-ში სადაც მას სხვადასხვა დროს ეკავა მთავარი იურისტის პოზიცია. მისი თავდაპირველი პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება მოქალაქეთათვის სრული სამართლებრივი მომსახურეობის გაწევას, იურიდიული კომპანია „უსუფაშვილი და ზედელაშვილი ადვოკატთა ჯგუფის“ სახელით.
ნატალია 2007 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აღნიშნული პერიოდიდან დღემდე აქტიურად უზრუნველყოფს როგორც ფიზიკური პირების ასევე კომპანიების სასამართლოში წარმომადგენლობას. ნატალიას მოგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კომერციული და საგადასახდო დავა. 2019 წლის მარტიდან ნატალია გელაძე არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტელეკომუნიკაციისა და მედია სამართლის კომიტეტის წევრად. ჩიკაგოში სწავლის პერიოდში ნატალია ასვე აქტიურად იყო ჩართული სამართალწარმოების პროცესში. იგი დახმარებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ცნობილ ადვოკატს ედვარდ კრაუსს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ფედერალურ საქმეებზე. ნატალიას ასევე გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის საარბიტრაჟო სისტემების სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პრაქტიკული კურსი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ევროსაბჭოს ინიციატივით და მხარდაჭერით.
ნატალია არის საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. იგი აქტიურად არის ჩართული ტელეკომუნიკაციების სამართლის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და ლობირების პროცესში.
ნატალია გელაძემ 2007 წელს დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალიზაციით. მას ასევე გავლილი აქვს მრავალრიცხოვანი პროფესიული ხასიათის ტრეინინგები და არის უამრავი პროფესიული სემინარის აქტიური მონაწილე. 2017 წელს მან ასევე მოპოვა LL.M-ის ხარისხი ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან საერთაშორისო და სახელმწიფოთ შორის სამართალში.
ნატალია გელაძე მშობლიურ ენასთან ერთად სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

geladzenatalia@gmail.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

ჩემი პარტნიორი არღვევს შეთანხმებას და არ ასრულებს პირობის შესრულებას. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

მივმართე პოლიციაში და ველოდები პასუხს, მაგრამ არაფერი მომწერენ. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

მეუღლესთან განქორწინება მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

პასუხზე გადასვლა

ჩემი ბიზნესი ჩარეულია დაქირავების პროცესში. როგორ ვმართო საკითხი?

პასუხზე გადასვლა

ახლობლებთან მაქვს დავა მემკვიდრეობის განაწილების გამო. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

გავხდი თაღლითობის მსხვერპლი ბიზნეს ურთიერთობებში. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

ჩემი მანქანა დაზიანდა სხვა პირის მიერ. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

სხვა იურისტები და ადვოკატები თბილისი ში

"მარიამ საგანელიძე" Premium

მარიამ საგანელიძე

შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

მარიამ საგანელიძე (ასოციაციის წევრი ადვოკატის სიითი N 104429) განათლება: • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამა...

"ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე" Premium

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე

სტაჟი:
23 წლები
შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

ადვოკატი 23 წლიანი გამოცდილებით .სამოქალაქო ადმინისტრაციული სპეციალიზაცია .არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა .ლიცენზირებული სამშენებლო და არქიტექტურულ ს...

"დავით საგოიანი" Premium

დავით საგოიანი

შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

დავით საგოიანი არის ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ქალაქ თბილისში და სთავაზობს კლიენტებს ფართო სპექტრის სამართლებრივ მომსახურებას. ის მუშაობს როგორც ფიზ...

"ლაურა დავითაძე" Premium

ლაურა დავითაძე

შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

2012 წელს დაასრულა მახოს საჯარო სკოლა; 2012-2016 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმც...