თამარ ურუშაძე - Advocate-ge.com
უკან
თამარ ურუშაძე

თამარ ურუშაძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
5
  • ადვოკატი
  • ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი.პეტრიწის 19

ინფორმაცია სპეციალისტზე

თამარ ურუშაძეს აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით. დამატებითი სპეციალიზაცია – ბავშვთა უფლებები. თამარს 2011 წელს მიენიჭა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ხოლო 2013 წელს – სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 – 2014 წლებში თამარი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, როგორც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის კოორდინატორი. ამჟამად იგი წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტს.
2011 წლიდან დღემდე არის მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2014-2018 წლებში იგი დასაქმებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველოს. საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში, თამარს გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და პროფესიული გადამზადების კურსი. მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ბავშვთა უფლებების, განათლების, სახელშეკრულებო და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით.
თამარი წარმოადგენს იურიდიული-საკონსულტაციო კომპანიის „ბი ი ელ ჯგუფის“ (BEL Consulting Group) მმართველ პარტნიორს. კონტაქტი:https://belgroup.ge/

urushadzetamuna@yahoo.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

მემკვიდრეობა ჩემი ოჯახის წევრებმა გადანაწილეს. როგორ მოვიქცე, თუ არ ვთანხმდები განაწილებაზე?

პასუხზე გადასვლა

ჩემი პარტნიორი არღვევს შეთანხმებას და არ ასრულებს პირობის შესრულებას. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

რეგულაციებმა შეაჩერა ჩემი საქმიანობა. როგორ უნდა აღვადგინო ბიზნესი?

პასუხზე გადასვლა

ჩემი კლიენტი არ იხდის ინვოისზე თანხას. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

ბინის გაქირავებისას დავა მაქვს დამქირავებელთან. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

მე ვხვდები გადასახადების გადასახდელად. რა ნაბიჯები უნდა მივიღო?

პასუხზე გადასვლა

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით 1 პასუხი

1 პასუხი
0
0
17
30.06.2025

გამარჯობა,ძალიან მაინტერესებს იქნებ ვინმემ მიპასუხოს წინასწარ დიდი მადლობა.აგარაკის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით მინდა გავაფორმო ანუ უზრუნველყოფით ჩავდო ჩემი აგარაკის სახლი მაგალითად 18 ათას დოლარად, 100 პროცენტიანი ვაპირებ თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში მაგრამ მაინტერსებს შეიძლება თუ არა იმ შემთხვევაშიც კი როცა თანხას ვაბრუნებ სრულად მაინც შემექმნას პრობლემა ვისგანაც ფულს ვსესხულობ იმასთან? სხვა გამოსავალი არ მაქვს თანხას ვერ ვშოულობ ძალიან მჭირდება ერთი ეს არის შანსი და რას მირჩევთ რისკი დიდია? როგორ უნდა მოვიქცე რო რამე თაღლითურ მახეში არ გავება? გთხოვთ მიპასუხეთ

პასუხზე გადასვლა