გელაძე ნატალია - Advocate-ge.com
უკან
"გელაძე ნატალია"

გელაძე ნატალია

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
0
  • ადვოკატი
  • ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა 42, III სადარბაზო, სართული 2

სპეციალობა

ინფორმაცია სპეციალისტზე

ნატალია გელაძე იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის მმართველი პარტნიორია. მას პროფესიული საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი პრაქტიკული საქმიანობა მეტწილად დაკავშირებულია ბიზნეს სექტორთან. იგი მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერას და აქტიურად ახდენდა ამ ორგანიზაციების ბიზნეს ინტერესების ლობირებას. მისი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნატალია გელაძე არის სამართლებრივი ბაზრისთვის ერთ ერთი უიშვიათესი დარგის ტელეკომუნიკაციებისა და მედია სამართლის ექსპერტი. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება ასევე სამეწარმეო სამართალი, ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, საბანკო და სადაზღვევო სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, ვალდებულებითი და სანივთო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.
იურიდიული კომპანია ,,GG Legal”-ის დაარსებამდე ნატალია გელაძე ხელმძღვანელობდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ ერთ ერთი უმსხვილესი ტელეკომპანიის იურიდიული დეპარტამენტის მაუწყებლობისა და მედიასექტორი სამსახურს. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე 2009 წლიდან კი იგი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სააქციო საზოგადოება ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის, დავების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციები. ჯგუფში შემოერთებამდე ნატალია ასევე იყო ,,GPI -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში“ მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მანამდე კი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა კომპანიებს სს „სილქნეტ“-სა და ,,იბერია TV”-ში სადაც მას სხვადასხვა დროს ეკავა მთავარი იურისტის პოზიცია. მისი თავდაპირველი პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება მოქალაქეთათვის სრული სამართლებრივი მომსახურეობის გაწევას, იურიდიული კომპანია „უსუფაშვილი და ზედელაშვილი ადვოკატთა ჯგუფის“ სახელით.
ნატალია 2007 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აღნიშნული პერიოდიდან დღემდე აქტიურად უზრუნველყოფს როგორც ფიზიკური პირების ასევე კომპანიების სასამართლოში წარმომადგენლობას. ნატალიას მოგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი კომერციული და საგადასახდო დავა. 2019 წლის მარტიდან ნატალია გელაძე არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტელეკომუნიკაციისა და მედია სამართლის კომიტეტის წევრად. ჩიკაგოში სწავლის პერიოდში ნატალია ასვე აქტიურად იყო ჩართული სამართალწარმოების პროცესში. იგი დახმარებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ცნობილ ადვოკატს ედვარდ კრაუსს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ფედერალურ საქმეებზე. ნატალიას ასევე გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის საარბიტრაჟო სისტემების სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პრაქტიკული კურსი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ევროსაბჭოს ინიციატივით და მხარდაჭერით.
ნატალია არის საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. იგი აქტიურად არის ჩართული ტელეკომუნიკაციების სამართლის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და ლობირების პროცესში.
ნატალია გელაძემ 2007 წელს დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალიზაციით. მას ასევე გავლილი აქვს მრავალრიცხოვანი პროფესიული ხასიათის ტრეინინგები და არის უამრავი პროფესიული სემინარის აქტიური მონაწილე. 2017 წელს მან ასევე მოპოვა LL.M-ის ხარისხი ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან საერთაშორისო და სახელმწიფოთ შორის სამართალში.
ნატალია გელაძე მშობლიურ ენასთან ერთად სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

geladzenatalia@gmail.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

მემკვიდრეობა ჩემი ოჯახის წევრებმა გადანაწილეს. როგორ მოვიქცე, თუ არ ვთანხმდები განაწილებაზე?

პასუხზე გადასვლა

ჩემი კლიენტი არ იხდის ინვოისზე თანხას. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

ბინის გაქირავებისას დავა მაქვს დამქირავებელთან. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

რეგულაციებმა შეაჩერა ჩემი საქმიანობა. როგორ უნდა აღვადგინო ბიზნესი?

პასუხზე გადასვლა

ჩემი ბიზნესი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. როგორ უნდა მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

ჩემი პარტნიორი არღვევს შეთანხმებას და არ ასრულებს პირობის შესრულებას. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

გადასახადის შეფასება არ შემიძლია. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

მეუღლესთან განქორწინება მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

პასუხზე გადასვლა

სხვა იურისტები და ადვოკატები თბილისი ში

"ადვოკატი გიორგი ჩხაიძე" Premium

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე

სტაჟი:
11  წლის
შეფასება:
5
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სიითი ნომერი 9847 მოგემსახურებათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დავის გადაწყვეტაში, ასევ...

"სალომე კალაიჯიშვილი"

სალომე კალაიჯიშვილი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2018 წლიდან. ადვოკატთა ასოციაციის სის...

"ლევანი ხარებავა"

ლევანი ხარებავა

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

ადვოკატი ლევანი ხარებავა გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი, სამ...

"შავაძე პაატა"

შავაძე პაატა

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

დაიბადა 1971 წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში, ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის-ალექსანდრე შავაძის ოჯახში; პროფესიით იურისტი, სამა...

"ნათია ნაკაშიძე"

ნათია ნაკაშიძე

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან ეწევა იურიდიულ პრაქტიკას, საადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორები, www.iuristi.com-ში. იგი არის Nakashidze&Partners-...

"ოთარაშვილი გიორგი"

ოთარაშვილი გიორგი

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

სამუშაო გამოცდილება: 22.09.2003-01.012004 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის, სხდომის მდი...

"ჩოფიკაშვილი არჩილ"

ჩოფიკაშვილი არჩილ

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

მომსახურება- საგამოძიებო სამსახურებში, საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ ...

"მანუჩარ ციმინტია"

მანუჩარ ციმინტია

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
  • ადვოკატი
  • თბილისი

პროფესიები: ისტორიკოსი, სამართალმცოდნე. 2000 წლიდან ვეწევი იურიდიულ საქმიანობას. 2006 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მენტორ...