- მთავარი
- იურისტები და ადვოკატები
- გივი კაკუშაძე
გივი კაკუშაძე
- შეფასება:
-
- მიმოხილვები:
- 0 მიმოხილვები
- ადვოკატი
- ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12 ა, ოფისი N 7
სპეციალობა
ინფორმაცია სპეციალისტზე
გივი კაკუშაძე გახლავთ კაკუშაძის იურიდიული ოფისი / Kakushadze Law Office - ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ადვოკატი ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. გივი კაკუშაძე არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. დამატებით არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი. გივი კაკუშაძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობის: სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში. გივი კაკუშაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო და სისხლის სამართალი. საქმიანობის მიმართულებებია: სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, შრომის სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, სადაზღვევო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, სამეწარმეო (კორპორაციული) სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამედიცინო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, სახელმწიფო და არასახელმწიფო შესყიდვები/ტენდერები და აუქციონები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, არბიტრაჟი, ლიცენზიები და ნებართვები, მორიგება და მედიაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა გამოძიებასა და სასამართლო ინსტანციებში, მოწმის/დაზარალებულის ინტერესების დაცვა, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სხვა. ასევე ადვოკატი ახორციელებს მომსახურებას იურიდიული პირებისათვის - გრძელვადიანი იურიდიული მომსახურება (Outsource Legal Service).givikakushadze1995@gmail.com