კაჭკაჭაშვილი ოთარ - Advocate-ge.com
უკან
"კაჭკაჭაშვილი ოთარ"

კაჭკაჭაშვილი ოთარ

შეფასება:
მიმოხილვები:
0 მიმოხილვები
0
0
10
  • ადვოკატი
  • თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. N11

ინფორმაცია სპეციალისტზე

ოთარ კაჭკაჭაშვილი საერთო სპეციალიზაციით საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2000 წლიდან.
ოთარს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი. 2000-2001 წლებში მიენიჭა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხი. 2011 წლიდან დღემდე ოთარი არის იურიდიული კომპანიის ,,OK&CG” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის/World Jurist Association მიერ ორგანიზებულ კონგრესზე, თემაზე - „The Internet: Challenges to Peace and Freedom”. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2018 წელს ოთარი ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტს. 2020 წელს ოთარმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსში და ამავე წელს - მიენიჭა სერტიფიკატი. ასევე, ოთარს მინიჭებული აქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატი ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსში. 2020 წლიდან ოთარი არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. 2021 წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. გარდა საადვოკატო საქმიანობისა, ოთარი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მიმდინარე ეტაპისათვის, ოთარი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2023 წლიდან ოთარი ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტის „სამართლებრივი დახმარების ცენტრს“. ასევე, 2023 წლიდან ოთარი არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული მედიატორი. საადვოკატო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, ოთარს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის - ადვოკატთა პროფესიული ეთიკის, მედიაციისა და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით.
ოთარი ფლობს ქართულ, ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს.

kachkachashviliotar@gmail.com

მიმოხილვები

კითხვები და პასუხები

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

ჩემს წინააღმდეგ პოლიციამ საქმე აღძრა, რას უნდა გავაკეთო ახლა?

პასუხზე გადასვლა

მივმართე პოლიციაში და ველოდები პასუხს, მაგრამ არაფერი მომწერენ. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

გადასახადის შეფასება არ შემიძლია. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

ჩემი სამუშაო ვითარდება მიკრო შეთანხმებების პირობებში. როგორ მოვიქცე, თუ სამსახური დაქირავების საკითხს აყენებს?

პასუხზე გადასვლა

მე ვხვდები გადასახადების გადასახდელად. რა ნაბიჯები უნდა მივიღო?

პასუხზე გადასვლა

საგზაო შემთხვევაში მოვხვდი. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

ჩემი მანქანა დაზიანდა სხვა პირის მიერ. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა