გამოყენებითი სამართლებრივი დახმარება თბილისი
mamukaberidze@ymail.com
0
0
1
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი. მაქვს საგადასახადო ინსპექციაში და შემოსავლების სამსახურში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ვკითხულობ ლექციების კურსს საგადასახადო საქმე და საგადასახადო სამართალი სხვადასხვა უმაღლეს სასწა...
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი. მაქვს საგადასახადო ინსპექციაში და შემოსავლების სამსახურში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ვკითხულობ ლექციების კურსს საგადასახადო საქმე და საგადასახადო სამართალი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.• 2003 წლიდან დღემდე ვეწევი საადვოკატო საქმიანობას საკუთარ მ. კორძაძის საადვოკატო ოფისში, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ჩატარებული მაქვს სამართლებრივი კვლევები: საგადასახადო სამართლის საკითხებზე, უკანონოდ ჩამორთმეულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით;გამოქვეყნებული შრომები (მონოგრაფია/სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატია) • საგადასახადო სისტემის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები/მონოგრაფია/. • ,,ფინანსური ლექსიკონი“–ს თანაავტორი. გამოქვეყნებული მაქვს 20–მდე სამეცნიერო სტატია. საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ნაშრომის წარდგენით • ვარ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილე და წარდგენილი მაქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. kordzadzeoffice@mail.ru
0
0
3
ირინა გახელაძემ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დასრულებისთანავე გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, მოსამართლის თანაშემწის საქმიანობის ფარგლებში.2010-2011 წლებში დასაქმდა,სამოქალაქო რეესტრის სააგე...
ირინა გახელაძემ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დასრულებისთანავე გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, მოსამართლის თანაშემწის საქმიანობის ფარგლებში.2010-2011 წლებში დასაქმდა,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის სამსახურებში, ხოლო იუსტიციის სახლის გახსნის დღიდან (2011წ.) 10 წლის განმავლობაში მუშაობდა წინა ხაზის , მოქალაქეთა მომსახურების სფეროში,კერძოდ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.ამ ხნის განმავლობაში გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი და კურსები მომსახურების მაღალი სტანდარტების მიღწევისა და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.2021 წლიდან ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა, წარმატებით გაიარა ადაბტაციის პროგრამა და მას შემდეგ ახორციელებს დამოუკიდებელ საადვოკატო მომსახურებას სამოქალაქო , ადმინისტრაციული სპეციალიზაციით. irina.gakheladze14@gmail.com
0
0
0
ირინა ხათაშვილი არის იურიდიული და ლობისტური კომპანიის კორტავა ხათაშვილი ლიგალ ინთელიჯენს (Kortava Khatashvili Legal Intelligence) თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ფლობს მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო სამართალში და აქვს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც ერთჯერადი მომსახურების, ასევე...
ირინა ხათაშვილი არის იურიდიული და ლობისტური კომპანიის კორტავა ხათაშვილი ლიგალ ინთელიჯენს (Kortava Khatashvili Legal Intelligence) თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ფლობს მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო სამართალში და აქვს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც ერთჯერადი მომსახურების, ასევე, იურიდიული პირებისთვის გრძელვადიანი კორპორატიული იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება. ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, კონსტიტუციური სამართალი, გაკოტრების სამართალი, სადაზღვეო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, სატრანსპორტო სამართალი, საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართალი, საიმიგრაციო სამართალი, გარემოსდაცვითი სამართალი, ბავშვთა უფლებები და ა.შ. იურიდიული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დამატებით ახორციელებს პრო ბონო (Pro Bono) სამართლებრივ / საადვოკატო მომსახურებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. 2006-2010 წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2010-2012 წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. 2012 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სპეციალიზაციით. დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „სარჩელის უზრუნველყოფა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინტეგრაცია სასამართლო პრაქტიკაში“. 2011 წელს სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და წარმატებით დაამთავრა სასამართლო მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწის) სპეციალური სასწავლო კურსი. 2012 წელს სწავლობდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში (სტრასბურგი, საფრანგეთი), წარმატებით გაიარა პროგრამა - ადამიანის უფლებები და პერსონალური მონაცემების დაცვა. 2009 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას, პრაქტიკას გადიოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში (2009), მუშაობდა კერძო საადვოკატო ბიუროში (2010-2013); ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში (2011). 2012 წელს მუშაობდა კოალიცია „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“, სადაც აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმძღვანელოების შემუშავებაში. 2012-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლასა და მედიაციის ეროვნულ კონკურსში, მონაწილეობდა, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტების მწვრთნელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებიდან 2014 წლიდან - დღემდე ეწევა დამოუკიდებელ კერძო იურიდიულ პრაქტიკას. ემსახურებოდა მრავალ მსხვილ ორგანიზაციას, როგორც კორპორატიული მომსახურების ჭრილში ისე ერთჯერადი (Case by Case) მომსახურების პრინციპით. 2015 წლიდან - 2020 წლამდე ემსახურებოდა საკონსულტაციო კომპანია „დგ კონსალტინგ“-ს, როგორც სამართლის სპეციალისტი/იურისტი/ინსტიტუციური მოწყობის სპეციალისტი, ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორებიცაა: ელექტროგადამცემი ხაზის პროექტები, ჰიდროელექტრო სადგურები, ნაგავსაყრელები, მილსადენები და ა.შ. აღიშნული პროექტები დაფინანსებული იყო ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ როგორებიცაა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB). 2018 წლიდან არის ა(ა)იპ “საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაცია - International Education and Global Networking Association" (IEGNA) გამგეობის წევრი. 2021 წლიდან არის ა(ა)იპ „ბავშვთა ინტეგრაცია და თანამეგობრობა - Child Integration and Commonwealth” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. გააჩნია ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ პროექტებში მონაწილეობის ფართო გამოცდილება (როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზების, ჰიდროელექტრო სადგურების, ნაგავსაყრელების და სხვა ფართომასშტაბიანი პროექტები) მათ შორის კლიენტებთან და კრედიტორებთან მუშაობის გამოცდილება, ისეთი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილება, როგორებიც არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EIA, ESIA), სტრატეგიული ზემოქმედების შეფასება (SIA), დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის შემუშავება (SEP), პროექტების შესაბამისობის შეფასება ეროვნულ კანონმდებლობასთან და სართაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან. გააჩნია საქართველოს კანონმდებლობის როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ცოდნა, აქვს ფართო გამოცდილება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სანებართვო პროცესის მოთხოვნების და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კუთხით, ასევე IFC-ის, IBRD-ის და WB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის ცოდნა. მონაწილეობდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კომპლექსური საკანონმდებლო კვლევების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების შემუშავებაში, მიმოხილვასა და საკანონმდებლო განახლებაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი კანონპროექტის შემუშავებაში. მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში. 2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. პარალელურად, 2019 წლიდან ირიცხება ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრთა რიგებში. 2020 წლიდან ფლობს დამატებით სპეციალიზაციას ბავშვთა უფლებების კუთხით (სამოქალაქო). irina.khatashvili@kk.ge
0
0
1
განათლება 1993 – 1998 წწ. _ ნ.ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (იურისტი) სამუშაო გამოცდილება 2016 - 2019 - იურიდიული ფირმა “Legal Consulting Group” – ( ადვოკატი - საერთო სპეციალიზაციით) 2014 – 2016 - ა/კ - „ადამიანის უფლებები და მოვალეობებ...
განათლება 1993 – 1998 წწ. _ ნ.ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (იურისტი) სამუშაო გამოცდილება 2016 - 2019 - იურიდიული ფირმა “Legal Consulting Group” – ( ადვოკატი - საერთო სპეციალიზაციით) 2014 – 2016 - ა/კ - „ადამიანის უფლებები და მოვალეობები“ – (თავმჯდომარე) - კერძო საადვოკატო პრაქტიკა (საერთო სპეციალიზაციით) 2012-2014 - იურიდიული კომპანია “Royal Service“ - (კორპორატიული კლიენტების მომსახურების იურისტი) 2013 წელი - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის - პრეზიდენტობის კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის იურიდიული წარმომადგენელი გლდანის N 10 საარჩევნო ოლქში. 2005 – 2008 - იურიდიული ბიურო „ლობი“ – (დირექტორი) 2003 – 2004 – ა/ო - „დამცველთა და ჟურნალისტთა ასოციაცია“ – (იურის - კონსულტი) 2002 – 2003 - ა/ო - „ახალგაზრდა დამცველთა ასოციაცია“ – (სტაჟიორ - ადვოკატი) 1999 – 2000 – პ/გ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - ს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი 1998 – 2003 - პ/გ „ დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ - იურისტი 2006 წლის 28 ნოემბრიდან ვარ სსიპ. „საქართველოს ადვოკატა ასოციაციის“ წევრი საერთო სპეციალიზაციით (რეგ N 02 – 58 ); სიითი N 2493 ტრენინგები - ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენინგი: „მცირე ბიზნესის მწარმოებელი“ 05.12.2011 – 15.02.2012 (პატიმრობის პერიოდში) - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი: - „პროფესიული ეთიკა“ - 2013 წ - ევროპის საბჭოს ოფისის სემინარი: - „დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები“ - 2014 წ - ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენინგი: - „საპროცესო შეთანხმება და მისი დაგეგმარების ტაქტიკა და სტრატეგია“ – 14.02.2014 - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ტრენინგი: - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები გასაჩივრების მექანიზმები: - 23-24 თებერვალი 2015წ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი: - „ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში“ – 2016წ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (საკვალიფიკაციო სპეციალური სასწავლო მოდული ადვოკატთათვის) ტრენინგი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი - 2018 წ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი: - „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები - 2018 წ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგი: მენტორი ადვოკატის კურსი - 2018 წ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ღია უნივესიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ერთობლივი ოთხდღიანი ტრენინგი - წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში - 2019წ lashasturua76@gmail.com
0
0
0
საგადასახადო დავები და სხვადასხვა სახის საგადასახადო მომსახურებები, ეწვიეთ ჩვენს საიტს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება. taxlegalpartners.com iraklisokhadze888@gmail.com
0
0
1
GKGLawGroup-ის პარტნიორი,ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 9 წლიანი პროფესიული გამოცდილება,მათ შორის 5 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. სულხანს გააჩნია იურისტად მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმ...
GKGLawGroup-ის პარტნიორი,ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 9 წლიანი პროფესიული გამოცდილება,მათ შორის 5 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. სულხანს გააჩნია იურისტად მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარი სბიუროში.2014-2015 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „კორძახია&ჟღენტის“ უმცროსი ადვოკატი ხოლო, 2015-2019 წლებში-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან არის იურიდიული კომპანია PLC-ს დამფუძნებელი პარტნიორი. სულხანის პროფესიული საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს:სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, შრომის სამართალი და საკორპორაციო სამართალი. სულხანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. sulkhanlawyer@gmail.com
0
0
2
2007 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, 2007-2008 წლებში გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში ერთწლიანი სტაჟირება. 2012 წლიდან არის სამართლის დოქტორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს სხვ...
2007 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, 2007-2008 წლებში გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში ერთწლიანი სტაჟირება. 2012 წლიდან არის სამართლის დოქტორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გახლავთ არაერთი პროფესიული ტრენინგისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ამ ეტაპზე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი. bichiamichael@yahoo.com
0
0
3

კითხვები და პასუხები გამოყენებითი სამართლებრივი დახმარება შესახებ

ჩემი კლიენტი არ იხდის ინვოისზე თანხას. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

მე ვხვდები გადასახადების გადასახდელად. რა ნაბიჯები უნდა მივიღო?

პასუხზე გადასვლა

დამსაქმებელმა უკანონოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. რა ნაბიჯები უნდა გადავდგა?

პასუხზე გადასვლა

ჩემი სამუშაო ვითარდება მიკრო შეთანხმებების პირობებში. როგორ მოვიქცე, თუ სამსახური დაქირავების საკითხს აყენებს?

პასუხზე გადასვლა

ბინის გაქირავებისას დავა მაქვს დამქირავებელთან. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

პოლიციაში გამომიძახეს, რა უფლებები მაქვს და როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

გადასახადის შეფასება არ შემიძლია. როგორ მოვაგვარო პრობლემა?

პასუხზე გადასვლა

მივმართე პოლიციაში და ველოდები პასუხს, მაგრამ არაფერი მომწერენ. როგორ მოვიქცე?

პასუხზე გადასვლა

ბოლო სტატიები

რა უნდა გავაკეთო, თუ გახდები თაღლითობის მსხვერპლი საქართველოში?

რა უნდა გავაკეთო, თუ გახდები თაღლითობის მსხვერპლი საქართველოში?

მიუხედავად ზომიერი დანაშაულის შემცირებისა, ბოლო წლებში თაღლითობის შემთხვევების რიცხვი საქართველოში მზარდი ტრენდია — როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს დაფიქსირდა დაახლოებით 18 500 თაღლითობის საქმე, საიდანაც ყველაზე ხშირია ინტერნეტ‑შოპინგის თაღლითობა, „ფიშინგი“ და ყალბი საინვესტიციო წინადადებები. თუ თქვენ ხართ მსხვერპლი, სწრაფი და მკაფიო გზა-ხელმძღვანელობა დაგეხმარებათ დაზღვევაში, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო დაცვის მოპოვებაში. საქართველოში […]

0
0
3
დისტანციური მუშაობა საქართველოში 2025 წელს: შრომითი უფლებები და დამსაქმებელთა ვალდებულებები

დისტანციური მუშაობა საქართველოში 2025 წელს: შრომითი უფლებები და დამსაქმებელთა ვალდებულებები

COVID-19 პანდემიის შემდეგ, დისტანციური მუშაობა საქართველოშიც ფართოდ გავრცელდა. 2025 წლისთვის იგი უკვე ჩვეულებრივ სამუშაო ფორმად იქცა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების, მარკეტინგის, განათლებისა და ფინანსების სფეროში. თუმცა, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, შრომითი უფლებების დაცვა დისტანციური თანამშრომლებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ამ სტატიაში განვიხილავთ: როგორ არ დაირღვეს დისტანციური თანამშრომლის უფლებები, რა ვალდებულებები აქვთ დამსაქმებლებს, როგორ უნდა მოიქცეთ პრობლემური სიტუაციის დროს, და […]

0
0
2

ცილისწამება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში

ცილისწამება არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ცრუ მონაცემებს და აზიანებს ადამიანის რეპუტაციას, ღირსებას ან საქმიანი რეპუტაციას. საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს მსგავს ქმედებებს და დაზარალებულს სთავაზობს სამართლებრივი გზების გამოყენებას საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს სტატია განიხილავს, რა უნდა გააკეთოთ ცილისწამების შემთხვევაში და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი უფლებები დაირღვა. ცილისწამების სამართლებრივი განმარტება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, […]

0
0
3

როგორ დავიბრუნოთ ვალი ხელწერის გარეშე საქართველოში?

ვალის დაბრუნება ყოველთვის მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ არსებობს ხელწერით დამტკიცებული შეთანხმება. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როცა ვალის დაბრუნება შესაძლებელია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგიძლიათ ვალის დაბრუნება, თუკი არ გაქვთ ხელწერა. რა უნდა იცოდეთ ვალის დაბრუნების პროცედურის დაწყებამდე? შეაგროვეთ მტკიცებულებები: მიუხედავად იმისა, რომ ხელწერა არ გაქვთ, შეგიძლიათ […]

0
0
5

რა უნდა გააკეთოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სსშ) ხშირად არის მოულოდნელი და სტრესული სიტუაცია, რომელიც მოითხოვს სწრაფ და რაციონალურ რეაგირებას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად აწესრიგებს სსშ-სთან დაკავშირებულ პროცედურებს და თითოეულ მხარეს აძლევს უფლებებისა და ვალდებულებების დაცვას. თუ ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდით, მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით იცოდეთ თქვენი ქმედებები. პირველი ნაბიჯები სსშ-ის შემდეგ სსშ-ის შემდეგ საჭიროა სწრაფად და ორგანიზებულად იმოქმედოთ: 1. შეაჩერეთ ავტომობილი […]

0
0
2

უკანონო გათავისუფლება და სამუშაოზე აღდგენის პროცესი საქართველოში

უკანონო გათავისუფლება არის შემთხვევა, როცა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის ან კონტრაქტის მოთხოვნების დარღვევით. საქართველოში შრომითი კოდექსი უზრუნველყოფს თანამშრომლების უფლებების დაცვას და უკანონო გათავისუფლების შემთხვევებში სამუშაოზე აღდგენის საშუალებას. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, აუცილებელია გაარკვიოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენი უფლებების დასაცავად. რა ითვლება უკანონო გათავისუფლებად? უკანონო გათავისუფლება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ შემთხვევებს: თანამშრომლის გათავისუფლება კონტრაქტის ვადის […]

0
0
1
ყველა სტატიაზე

მომსახურების კატალოგი

IT და ტელეკომუნიკაციები აგროწარმოების სამართალი ადამიანის უფლებები ადმინისტრაციული სამართალი ავიაციის სამართალი არბიტრაჟი არბიტრაჟის სამართალი ბანკის კანონმდებლობა ბუნებრივი სამართალი განათლების სამართალი ეკოლოგიური სამართალი ენერგეტიკული სამართალი ვერების სამართლებრივი მხარდაჭერა ინფორმაციული სამართალი კონკურენტული სამართალი კორპორატიული სამართალი ლიცენზირება და სერტიფიკაცია მედიაცია მიგრაციის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვა ოჯახური სამართალი პატენტი პენსიის სამართალი სავაჭრო სამართალი საზღვაო სამართალი სამოქალაქო სამართალი სამხედრო სამართალი სასამართლო სამართალი სასამართლოში წარმომადგენლობა სასახლე სამართალი სასოფლო-სამეურნეო სამართალი სატრანსპორტო სამართალი სახელმწიფო შესყიდვები სისხლის სამართალი სოციალური უზრუნველყოფა სპორტული სამართალი ტურიზმი და სასტუმროს ბიზნესი უძრავი ქონების შეძენა ფარმაცევტული სამართალი შრომითი კონტრაქტების მომზადება ჯანმრთელობის დაცვა და ფარმაცევტიკა
ყველა ჩვენება

ხალხი ასევე ეკითხება:

საუკეთესო იურისტები თბილისი ში

ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო იურისტების სია თბილისი ში სრულყოფილი ინფორმაციის თანახმად. ფასები, მიმოხილვები, ტელეფონის ნომერი და მისამართი.

იურისტების მიმოხილვები თბილისი ში

ჩვენს სერვისზე თავმოყრილია ნამდვილ იურისტებზე მიმოხილვები, ჩვენ არ ვშლით უარყოფით მიმოხილვებს და მისი გაზრდის შესაძლებლობა არ არის.

რამდენად ღირს იურისტის კონსულტაცია თბილისი ში?

იურისტების კონსულტაცია თბილისი ში იწყება 30 GEL-დან და მეტით (ფასები შეიძლება შეიცვალოს საკითხის სირთულისა და პასუხის ფორმის მიხედვით).

შესაძლებელია თუ არა მიიღოთ იურისტის მომსახურება თბილისი ში უფასოდ?

თავდაპირველად დააყენეთ თქვენი კითხვა მკაფიო და მოკლედ და სცადეთ მისი დასმა. თუ კითხვა არ არის რთული და შესაძლებელია სწრაფი პასუხი, მაშინ იურისტები ხშირად პასუხობენ მას უფასოდ. მაგრამ კონსულტაციის ღირებულების განსაზღვრის უფლება რჩება იურისტზე.

სად უნდა ვეძიოთ კარგი იურისტი თბილისი ში?

ეს შეიძლება გაკეთდეს საქართველოს იურისტების ძიების სერვისზე Advocate-ge.com სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოსახერხებელი ძიება და სპეციალისტთან დაკავშირება — უფასოა, ხოლო კონსულტაცია და თავად სპეციალისტების მომსახურებები შეიძლება იყოს საკვირველი.

რამდენად ღირს იურისტის დაქირავება თბილისი ში?

იურისტების მომსახურების ფასები ფორმირდება სამუშაოს მოცულობიდან და საქმის სირთულიდან. საშუალოდ, იურისტის მომსახურება იწყება 30 GEL-დან. მოიყვანეთ კანდიდატები რეიტინგისა და მიმოხილვების მიხედვით. ბევრ მათგანში არის შესრულებული სამუშაოების მაგალითები!

რა არის განსხვავება ადვოკატსა და იურისტს შორის?

ადვოკატი შეუძლია წარმართოს საქმე სისხლის სამართლებრივი პროცესების ფარგლებში. იურისტის საქმიანობის სფერო, ადვოკატებისგან განსხვავებით, შეზღუდულია. იურისტები ძირითადად სპეციალიზდებიან სამოქალაქო საქმეებში; ეს არის შრომითი დავები, ვალის გაწვდვა, ხელშეკრულებების მომზადება, საცხოვრებელი და მიწის დავები და ა.შ.

 

როდის უნდა მიმართოთ იურისტს?

როდის უნდა მიმართოთ იურისტს? ადამიანები იურისტის ვიზიტის გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როდესაც მათ რთული პრობლემები აქვთ. პროფესიონალური დახმარებისათვის იურისტს თბილისი ში ხშირად მიმართავენ, როდესაც საქმე უკვე სასამართლოში ან დაწესებულებაშია და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც უნდათ. ან კიდევ უარესი – საქმე უკვე წაგებულია. ამიტომ, ვურჩევთ არ დააგვიანოთ მიმართვა და პრობლემის გადაჭრა “პალატაში”.

რა შედის იურიდიულ კონსულტაციაში?

სამართლებრივი ქმედებების კონსულტაცია მოიცავს სიტუაციების ანალიზს და იურისტის რეკომენდაციებს შესაძლო მოქმედებების შესახებ. გამიჯნავენ ორი სახის მოლაპარაკებას – სასამართლო კონსულტაციას და წერილობით კონსულტაციას (იურიდიული დასკვნა). რომელი დახმარება კონკრეტულად არის საჭირო, დამოკიდებულია სიტუაციაზე და კლიენტის სურვილზე.